ჯენ ფსაკის ბრიფინგი

09 თებერვალი 2022, 18:05 650 ნახვა

აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახალი დანაყოფები გაიგზავნოს.  ამის შესახებ თეთრი სახლის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა ჟურნალისტების წინაშე ბრიფინგზე გამოსვლისას. 

ფსაკის თქმით,  ვაშინგტონი თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით  მუდმივ კონტაქტზეა ნატოში პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელობებთან. ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მზად  განცხადება გააკეთოს ევროპაში ჯარის გაგზავნის შესახებ  საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ-აცხადებს ფსაკი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში