ოლაფ შოლცი - მოსკოვმა უკვე გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში 

10 თებერვალი 2022, 11:02 1166 ნახვა

გერმანიის კანცლერის  თქმით, მოსკოვმა უკვე გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია საკუთარ  გადაწყვეტილებაში, დააწესოს მკაცრი სანქციები, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. კანცლერის თქმით, ვითარება ჯერ კვლავ დაძაბულია.

„ნაადრევია იმის თქმა, რომ პრობლემა მოგვარებულია. პრობლემები ძალიან სერიოზულია და გარკვეული დრო ასეც დარჩება. ასე რომ, ეს ჩვენს ყურადღებას საჭიროებს. ვთანხმდებით, რომ ვიმოქმედებთ ერთობლივად საჭირო სანქციებთან მიმართებაში“, – აღნიშნავს შოლცი და აცხადებს, რომ სანქციები იმპლემენტაციისთვის უკვე მზადაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში