თბილისის ''დინამომ'' მოსკოვის ''დინამო'' დაამარცხა

10 თებერვალი 2022, 14:00 1308 ნახვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისის ''დინამო'' ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს.

კახა ცხადაძის გუნდი მოსკოვის ''დინამოს'' დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამრცხა.
მე-20 წუთზე კირკიტაძემ დიეგო ლაქსალტი ჩამოიტოვა და ფლანგიდან ბურთი კამარას გადააწოდა, რომელსაც დაუცველ კარში გატანა არ გასჭირვებია.

დედაქალაქელებმა საწვრთბელი პროცესის ფარგლებში 5 შეხვედრა გამართეს 1 მოიგეს, ორი ფრედ დაასრულის და ორიც წააგეს.

ცხადაძის ''დინამო'' ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში დანიურ ''რანდერსს' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში