ბრიტანეთი უარს ამბობს კოვიდშეზღუდვებზე

10 თებერვალი 2022, 18:00 959 ნახვა

ინგლისში კოვიდინფიცირებულებისთვის თვითიზოლაციის სამართლებრივი ვალდებულების გაუქმება იგეგმება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე თვის ბოლოდან მიიღებს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი 21 თებერვლის შემდეგ გეგმავს წარადგინოს ახალი სამთავრობო სტრატეგია, რომელიც კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ითვალისწინებს. ბორის ჯონსონმა ინგლისში თითქმის ყველა შეზღუდვა დაასრულა ჯერ კიდევ ივლისში, ხოლო გასულ თვეს გააუქმა „გეგმა ბე“ ზომები, რომლებიც დროებით იყო დაწესებული კოროვირუსისომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესამცირებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში