10 თებერვლის მონაცემებით გერმანია ოლიმპიადის ლიდერია

10 თებერვალი 2022, 19:39 1298 ნახვა

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 45 კომპლექტაცია გათამაშდა. ამ დროისთვის ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნებიდან 25-მა მინიმუმ ერთი მედლის მოპოვება შეძლო.

10 თებერვლის მონაცემებით სამეულში სამივე ევროპული სახელმწიფო არის. რეიტინგის სათავეში გერმანიიაა, რომლის ანგარიშზე 6 ოქროს და 3 ვერცხლის მედალია.

მეორე პოზიციაზე 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ნორვეგია იმყოფება, ხოლო მესამე ადგილს 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ავსტრია იკავებს.

  1. გერმანია - 6 ოქროს - 3 ვერცხლი;
  2. ნორვეგია - 5 ოქრო - 3 ვერცხლი - 4 ბრინჯაო;
  3. ავსტრია - 4 ოქრო - 5 ვერცხლის - 4 ბრინჯაო;
  4. აშშ - 4 ოქრო -5 ვერცხლი - 1 ბრინჯაო;
  5. ნიდერლანდები 4 ოქრო - 3 ვერცხლი - 1 ბრინჯაო.

11 თებერვალს პეკინში მედლების კიდევ 7 კომპლექტაცია გათამაშდება. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 91 ქვეყნის ოლიმპიური დელეგაცია მონაწილეობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში