თურქეთის საგარეო მინისტრი - დასავლეთის მიერაა გაღვივებული მღელვარება უკრაინაში

11 თებერვალი 2022, 10:54 1083 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება ურტყამს უკრაინას და მის ეკონომიკას. „მეგაფონური დიპლომატია“ კი არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან.

თურქი მინისტრის თქმით, ანკარამ თავისი შუამავლობის ძალისხმევით იცის, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ იქნება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, ეწინააღმდეგება დაპირისპირების ახალ რაუნდს რეგიონში, სადაც ისედაც ბევრი კონფლიქტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში