ბლინკენმა პეკინის მისწრაფებებს ნათელი მოფინა

11 თებერვალი 2022, 13:59 1147 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ  ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვის, რასაც  ბლინკენის აზრით,  აშშ-ი და ავსტრალია უნდა შეეწინააღმდეგოს.

ამერიკის მთავარი დიპლომატის თქმით, ჩინეთის მთავრობის სტრატეგიული ამბიციები იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ახლა იგი ისწრაფვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში დომინირებისკენ   და   ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ. იგი გამოწვევას უგზავნის აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და  საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებზეა დაფუძნებული.

მოსკოვისა და პეკინის ახალ თანამშომლობა ბლინკენის აზრით, რიგ პრობლემას შექმნის. დემოკრატიული ქვეყნების  ალიანსი მუდამ გაცილებით ძლიერია, ვიდრე დიქტატურების გაერთიანება, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში