ნატო-ს ქვეყნების წერილობითი თანხმობა

11 თებერვალი 2022, 18:05 723 ნახვა

ნატო-ს ქვეყნებმა აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის კონტიგენტის გაზრდაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს. საუბარია ალიანსის საერთაშორისო ძალების რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში განთავსებაზე.

ამ დრომდე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ჯარები განლაგებული იყო მხოლოდ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ჯარების განთავსების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 16 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რის შემდეგაც იგი ოფიციალურად გახდება ცნობილი.

გადაწყვეტილების განხორციელება კი გაზაფხულიდან დაიწყება. ნატო ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის დამატებითი ძალების განლაგება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე რეაგირებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში