ხვალ სურბსარქისობაა

11 თებერვალი 2022, 20:05 1365 ნახვა

ამაღამ ბათუმელი სომხები, ისევე როგორც თავად სომხეთში მცხოვრები ამ ერის წარმომადგენლები  სურბ-სარქისობას აღნიშნავენ. სურბ სარქისი ახალგაზრდა შეყვარებულების მფარველად მიიჩნევა. დღესასწაული ხშირად ქარიან ამინდს ემთხვევა. 

მას წინ ხუთდღიანი მარხვა უძღვის, პარასკევს ღამით კი ახალგაზრდები მარილიან კვერს მიირთმევენ, რათა სიზმარში საქმრო ან საცოლე ესიზმროთ. დღესასწაული 2007 წლიდან აღინიშნება. ეკლესიებში უამრავი ადამიანი იყრის თავს, რომელთაც სჯერათ, რომ წმინდა სარქისი მათ სიყვარულს დაიცავს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში