სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა

12 თებერვალი 2022, 15:05 1079 ნახვა

''ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის (PfP) ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა კურსში 9 სამხედრო მომსახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 პოლონელი, 2 უკრაინელი და 4 ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

პირველი კვირა სამხედროებმა ახალქალაქში, აბულის სამთო სასროლეთზე გაატარეს, სადაც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ, ცივ კლიმატურ პირობებში სროლის წესები შეისწავლეს და სროლის შესაბამისი გამოცდაც ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპი გუდაურში ჩატარდა, სადაც სამხედროები ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას, გაუკვალავ თოვლში სრიალს, დაშავებულის ძებნა - გადარჩენა - ევაკუაციას, დაბრკოლებათა ზოლების მოწყობასა და გადალახვას მთიან რელიეფზე, ასევე მაღალ მთაში უსწორმასწორო რელიეფზე თხილამურებით გადაადგილების წესებს დაეუფლნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში