13 თებერვლის მონაცემებით ნორვეგია ოლიმპიადის ლიდერია

13 თებერვალი 2022, 21:12 1296 ნახვა

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 13 თებერვლის მონაცემებით მედლების 58 კომპლეკტაცია გათამაშდა.

ამ დროისთვის ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნებიდან 25-მა მინიმუმ ერთი მედლის მოპოვება შეძლო.

პირველ პოზიციას 9 ოქროს,5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლით ნორვეგიის ოლიმპიური ნაკრები იკავებს.

გერმანია 8 ოქროს, 5 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზეა. სამეულს კი ამერიკის შეერთებული შტატები ხურავს, რომელსაც 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 91 ქვეყნის ოლიმპიური დელეგაცია მონაწილეობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში