ხანძარი “ოცნების ქალაქში”

20 დეკემბერი 2016, 00:00 4235 ნახვა

''ოცნების ქალაქში'' ტარიელ მახარაძის საცხოვრებელი სახლი  დაიწვა. დაზარალებულთა ინფორმაციით,  ხანძრის დროს სახლში  ერთი წლის ბავშვი იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის გაჩენაში  ისინი რძალს ადანაშაულებენ,  მიზეზად კი ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მეზობლების ინფორმაციით კი სახანძრო - სამაშველოს ბრიგადა დაგვიანებით მივიდა.  სახანძრო-სამაშველო სამსახურში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურში კი   განაცხადეს, რომ  ბრიგადა გამოძახებიდან 5 წუთში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 

ამავე კატეგორიაში