ვითარება უკრაინაში 

14 თებერვალი 2022, 13:50 881 ნახვა

უკრაინაში შექმნილ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გერმანიის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინასთან დაკავშირებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება დაიწყოს. მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპა ომის საფრთხის წინაშეა, რაზედაც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამასთან, დღეს კიევში გერმანიის კანცლერი ჩადის. ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს  შეხვდება.

გამგზავრებამდე  შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.  კიევიდან უკვე ხვალ  გერმანიის კანცლერი რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში