ახლა გავდივართ „ომიკრონის“ პიკს - ჯანდაცვის მინისტრი

14 თებერვალი 2022, 14:05 828 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ''ომიკორნის'' პიკს გადის. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში კი ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მობილიზებულია 8000-მდე საწოლი, საიდანაც მხოლოდ 6000 დაკავებული. 

მინისტრმა ოჯახის ექიმების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ინფიცირებულებს სხვადსხვა ფაქტორის გათვალისწინებით უკავშირდებიან.

''რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათთან დაკავშირებას და ინფიცირებულებთან უკუკავშირს. ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, სისტემაში ჩართულია 25 000-ზე მეტია ექიმი. ისინი ცდილობენ განაწილების მიხედვით თავიანთ პაციენტებს დაუკავშირდნენ. 

რადგან 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, არიან რისკ-ჯგუფში, ან აქვთ ქრონიკული დაავადებები. შეიძლება ყველა პაციენტს ძველი მოცემულობით, როგორც ადრე იყო ყოველ მეორე დღეს ვერ დაუკავშირდნენ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში