მაიკოვსკის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს

14 თებერვალი 2022, 17:31 1187 ნახვა

ბათუმში, მაიაკოვსკის 55-ში მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, მიწისძვრის შედეგად კორპუსს ახალი ბზარები დაემატა. ისინი წლებია, ავარიულ სახლში ცხოვრობენ, არაერთი აქციაც გამართეს, თუმცა როგორც ამბობენ, უშედეგოდ. მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზეს. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი შენდება, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა ბოლომდე არ შეასრულა და მიდის სამართლებრივი დავა. საქართველოში გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელი სამება იყო, ხოლო სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში