გერმანიაში ბუნდესვერის ოფიცერი ცნობილი პოლიტიკოსების მოკვლას ცდილობდა

14 თებერვალი 2022, 17:31 754 ნახვა

გერმანიის სპეცსამსახურებმა  ხელმეორედ დააკავეს ბუნდესვერის ყოფილი ოფიცერი, რომელიც რიგი მაღალჩინოსანი გერმანელი პოლიტიკოსის მკვლელობას ცდილობდა. ეჭვმიტანილი სახელად ფრანკო ვენის აეროპორტში გუშინ დააკავეს.  გამოძიება ვარაუდობს, რომ ფრანკო წლების განმავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, ბუნდესვერში მუშაობდა და თან სირიელ ლტოლვილად ასაღებდა თავს.  ბრალდების მხარის მტკიცებით, გერმანიის მოქალქემ თავის დროზე გააყალბა დოკუმენტები და თავს ასაღებდა მიგრანტად დავიდ ბენჯამინად.  სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ბრალდებულს სურდა  რამდენიმე პოლიტიკოსის მოკვლა, მათ შორის ექს-პრეზიდენტის იოაჰიმ გაუკისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის  ჰაილო მაასის.  ჩადენილი დანაშაულის  გადაბრალებას კი  მის მიერვე განსახიერებულ სირიელ მიგრანტზე აპირებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში