საბერძნეთში არავაქცინირებულმა მედიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს

14 თებერვალი 2022, 17:31 931 ნახვა

გუშინ გმირები დღეს კი უსარგებლო ადამიანები- ამ შინაარსის პლაკატებით ათენში მედიკოსებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებისგან სამსახურებში დაბრუნებას მოითხოვენ სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე.  საპროტესტო აქციაში 5 ათასი აუცრელი მედიკოსი მონაწილეობდა მთელი ქვეყნიდან.  მათ შეუერთდნენ ათენის არავაქცინირებული მკვიდრებიც. ზოგიერთმა გადაწყვიტა   კანადური მოძრაობის  „თავისუფლების კოლონის“  მხარდაჭერა. ამ ორგანიზაციის მოწოდებით  მსგავსი  პროტესტები  უკვე გაიმართა  აშშ-ში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და ავტრალიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში