ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო

14 თებერვალი 2022, 17:31 885 ნახვა

გონდოლების აღლუმით გაიხსნა ვენეციური კარნავალი.  ქალაქის მკვიდრებმა სამედიცინო პირბადეები მოიხსნეს და სადღესასწაულო კოსტიუმები ჩაიცვეს.  ათასფერი ნათურით განათებულ ათობით ნავზე მხატვრული წარმოდგენები დაიდგა.  აღლუმის ჩატარების შესახებ მხოლოდ მისი დაწყების წინ განაცხადეს.  წელს ღონისძიებაში კერძო გონდოლები არ დაუშვეს.  ასე ადგილობრივი ხელისუფლება  ცდილობდა თავიდან აეცილებინა  მაყურებელთა დიდი თავყრილობა და  დაეცვა სანიტარული წესები.  ამის მიუხედავად, ქალაქში 50 ათასზე ტურისტმა მაინც მოიყარა თავი.  ვენეციური კარნავალი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია.  მას თითქმის ათასი წელია ზეიმობენ.  ნიღბების გამოყენება  კი  მე-13, მე-14 საუკუნეში დაწყეს

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში