ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

14 თებერვალი 2022, 20:19 1163 ნახვა

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის ‘’დინამომ’’ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ‘’ინჰულეცს’’ დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში სწრაფად მეტოქემ გახსნა, თუმცა 10 წუთში კუთხურიდან გათამაშებული ბურთის შემდეგ ოლეკსანდრ აზაცკიმ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. 48-ე წუთზე ფანცულაიაზე უკრაინელების მეკარემ თამაშის წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ზუსტად ლადო მამუჩაშვვილმა მოახერხა.

საბოლოო ჯამში ‘’დინამომ’’ შეხვედრა 2-1 მოიგო. წინა სასეზონო პერიოდში ბათუმელებმა თურქეთში 7 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართეს. აქედან 2 გეგუჩაძის გუნდმა მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 2 ში დამარცხდნენ.

საერთო ჯამში შავიზღვისპირელებმა 11 გოლი გაიტანეს, ხოლო 12 მიიღეს. ბათუმის ‘’დინამოს’’ წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა 20 თებერვალს ელოდება.

‘’დინამო’’ სუპერთასის შეხვედრაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის ‘’საბურთალოს’’ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგა კი 25 თებერვალს აიღებს სტარტს. პირველ ტურში ბათუმელები 19:00 საათზე ბოლინისის ‘’სიონს’’ უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში