აქცია გზის კეთილმოწყობის მოთხოვნით

15 თებერვალი 2022, 11:39 923 ნახვა

გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში მარკოზ აჭარელის ქუჩაზე. მეოთხე შესახვევში მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, წლებია მოუწესრიგებელია საავტომობილო გზა, სანიაღვრე არხები კი გაუმართავია, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტი ექმნება.

როგორც ისინი აცხადებენ, ამის შესახებ მერიას წერილობითაც მიმართეს. შეკრებილებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძე შეხვდა. იგი მერიისგან მოითხოვს პასუხს თუ რატომ არ მოხდა გზის ამ მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები 2022 წლის ბიუჯეტში. 

ველოდებით კომენტარს ბათუმის მერიისგან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში