იაპონია რუსეთს სანქციებით ემუქრება

15 თებერვალი 2022, 10:49 1018 ნახვა

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იაპონია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის სანქციების შესაძლო დაწესების კუთხით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, იაპონიას კონფლიქტის დიპლომატიური დიალოგის გზით გადაწყვეტა სურს“, - აღნიშნა ჰაიაშიმ, თუმცა დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იაპონია კოორდინაციას გაუწევს საკუთარ სამოქმედო გეგმას „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში