ლავროვი დასავლეთთან მოლაპარაკებებზე: შანსი ყოველთვის არსებობს

15 თებერვალი 2022, 10:52 934 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მიზნით დიპლომატიის გზა უნდა გააგრძელოს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კონკრეტული წინადადებები სამხედრო რისკების შემცირების შესახებ, მაგრამ ევროკავშირისა და ნატოს პასუხები დამაკმაყოფილებელი არ არის.

შეხვედრაზე პუტინმა ლავროვს დაუსვა შეკითხვა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შანსი, რაზედაც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, - „არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ საკითხებზე, რომლის გადაჭრაც დღესვეა საჭირო, მოლაპარაკებების დაუსრულებლად გაგრძელებას არ დავუშვებთ, მაგრამ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, უნდა ვთქვა, რომ შანსები ყოველთვის არსებობს,“- განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელების მცდელობა არ უნდა შეწყდეს. „ჩემი შემოთავაზებაა, ამ მცდელობის გაგრძელება,“- აღნიშნა ლავროვმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში