„ომიკრონთან“ საბრძოლველად მთავარი იარაღია პირბადე და ვაქცინაცია, ამიტომ ჯერჯერობით პირბადეს ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით - გამყრელიძე

15 თებერვალი 2022, 12:58 1505 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნები ჩანს, თუმცა ამან ხალხი არ უნდა გაათამამოს.

მისივე თქმით, დღეს „ომიკრონის“ წინააღდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის  პირბადე და ვაქცინაცია.

გამყრელიძის განმარტებით, პირბადის ტარების ვალდებულება კიდევ დიდხანს არ გაუქმდება არც ღია და არც დახურულ სივრცეებში.

"დღეს მწოლიარე 6 000 პაციენტიდან 95-პროცენამდე არის აუცრელი. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა, განსაკუთებით ბუსტერი, იცავს „ომიკრონის“ შემთხვვევაში გართულებისგან და ფატალური გამოსავლისგან. დღეს „ომიკრონთან“ საბრძოლველად ორი მთავარი იარაღი რჩება – პირბადე და ვაქცინაცია. ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში ვერ შეველევით. ეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი უნდა გახდეს. „ომიკრონი“ და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია, ეს ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, არის ძირითადი შეხედულება, რომ კორონავირუსი გადაიქცეს ენდემურ სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში