გერმანიის კანცლერმა უარი თქვა რუსულ PCR ტესტზე

15 თებერვალი 2022, 14:41 1688 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად  გერმანიის კანცლერმა უარი თქვა რუსული პი-სი-არ ტესტის გაკეთებაზე.  შოლცი რუსეთში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. იგი უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით პრეზიდენტ პუტინთან გამართავს შეხვედრას. 

მოსკოვში ჩაფრენისთანავე გერმანიის კანცლერს კოვიდ-19-ზე ტესტი რუსეთში გერმანიის საელჩოდან ექიმმა გაუკეთა.

გერმანული გამოცემის ბილდის ინფორმაციით,  რუსულ მხარეს  გერმანულ სამთავრობო თვითმფრინავში დამკვირვებლის გაგზავნის ნება დართეს, რომელმაც პი-სი-არ ტესტის ჩატარების პროცესი გააკონტროლა. ვარაუდობენ, რომ კრემლში შოლცისა და პუტინის შეხვედრა რამდენიმე საათს გასტანს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში