არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის მამაკაცს 15 წელი მიუსაჯეს

15 თებერვალი 2022, 16:26 920 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ბრალდებულმა არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები.

''ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში