მშენებლობიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა

15 თებერვალი 2022, 18:17 920 ნახვა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. 45 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანამდე გული  გაჩერებული ჰქონდა, ამის მიუხედავად  ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში