სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

15 თებერვალი 2022, 18:19 918 ნახვა

ზედა ერგეში მცხოვრები ქოქოლაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათ  მხარდასაჭერად მეზობლებმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ბესიკ ქოქოლაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს მერიამ 2017 წელს მეორადი 10 ცალი გადასახური მასალა გადასცა. თუმცა უსახსრობის გამო ოჯახმა ის და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯის ნაწილი გაყიდა. სახლის ავარიულობის გამო კი ალტერნატიული ფართი იქირავეს.  ხელვაჩაურის მერი  ამბობს, რომ ოჯახი მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარია. 5 დღის წინ კი სარეზერვო ფონდიდან დახმარებაც მიიღეს. ზაზა დიასამიძე ქოქოლაძეებს მოუწოდებს, მერიას წერილობით მიმართონ და პროგრამის ფარგლებში  სამშენებლო მასალებით  დაეხმარებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში