აქცია გზის კეთილმოწყობის მოთხოვნით

15 თებერვალი 2022, 18:40 948 ნახვა

გზის რეაბილიტაციას ითხოვენ მარკოზ აჭარელის ქუჩის მცხოვრებლები. მათი თქმით, წლებია მოუწესრიგებელია საავტომობილო გზა, სანიაღვრე არხები კი გაუმართავი, რის გამოც მოსახლეობას გადადგილებისას დისკომფორტი ექმნება. შეკრებილებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძე შეხვდა. იგი მერიისგან ითხოვს პასუხს თუ რატომ არ გაითვალისწინეს  გზის ამ მონაკვეთის კეთილმოწყობა 2022 წლის ბიუჯეტში. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტი უკვე შესყიდულია და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში