ჯანმო - "ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს" 

16 თებერვალი 2022, 11:01 1079 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში,  სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ბოლო კვირის განმავლობაში გაორმაგდა -  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ომიკრონი აღმოსავლეთისკენ მიიწევს," - განაცხადა ჰანს კლუგემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მძიმე დაავადებისა და სიკვდილის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად რჩება.

"ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და უზბეკეთში 60 წლის ზემოთ მოსახლობის 40%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული.

საქართველო, ბულგარეთი და ჩრილოეთ მაკედონია იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც მედპერსონალის 40%-ზე ნაკლებია სულ მცირე 1 დოზით აცრილი," - განაცხადა კლუგემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში