ნიდერლანდებში კოვიდშეზღუდვების უმეტესობა უქმდება

16 თებერვალი 2022, 10:09 757 ნახვა

ნიდერლანდების მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობას მიმდინარე კვირის პარასკევიდან აუქმებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსისომიკრონვარიანტმა დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, ეს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე არ ასახულა.

"ქვეყანა კვლავ გაიხსნება. საბედნიეროდ, ჩვენ ახლა სხვა ფაზაში ვართ”, - აღნიშნა კუიპერსმა.

ამასთან, მან საზოგადოებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. „ჩვენ ახლახან გავიარეთ ახალი შემთხვევების პიკი, ამიტომ დაჟინებით ვითხოვთ, რომ ყველა ფრთხილად ვიყოთ”, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მისი გამოყენების რეკომენდაცია მოქალაქეებს მაინც ეძლევათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში