ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იწყება

16 თებერვალი 2022, 10:13 795 ნახვა

ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებსაც შეხვდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში