კიბერშეტევა უკრაინის თავდაცვის უწყებისა და ორი ბანკის ვებგვერდებზე 

16 თებერვალი 2022, 10:14 660 ნახვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი ბანკის – „პრივატბანკისა“ და „ოშადბანკის“ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერთავდასხმების შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არ დაუსახელებია, ვის ადანაშაულებს კიბერთავდასხმაში, თუმცა მინიშნება გაკეთდა რუსეთზე.

„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისთვის ბანკების ვებგვერდების მუშაობა აღდგენილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში