საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

16 თებერვალი 2022, 14:21 798 ნახვა

სამთვიანი მკურნალობის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენჯერმე უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ის ბოლოს თბილისში, პალიატიურ კლინიკა „რედში“ იყო მოთავსებული. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

გასული წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. „ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადმოეცა. გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში