გიორგი მამალაძის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში   

16 თებერვალი 2022, 14:37 1112 ნახვა

სამი საათია  საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, კერძოდ კი სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აეკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ვინაიდან გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს.

ასევე ბრალდებულისათვის პაემანის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობას. საქმეს დისტანციურ რეჟიმში განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში