უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადება

16 თებერვალი 2022, 18:30 1143 ნახვა

დასავლეთელი პარტნიორებისგან უკრაინამ 2000 ზე მეტი ტონა იარაღი და საბრძოლო მასალა მიიღო.  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევმა უკვე მიიღო სტინგერის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები  და სხვა საშუალებები, რომლებზეც, რეზნიკოვის თქმით, ქვეყანაში მანამდე მხოლოდ ოცნებობდნენ.  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე  განაცხადა, რომ  მალე უკრაინაში თურქული  თავდასხმითი  უპილოტო საფრენი აპარატების ბაირაქტარის წარმოების მიზნით ქარხანა აშენდება. რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ  დღეისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით სამხედრო წვრთნები  მიმდინარეობს, რომლებიც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში