საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

16 თებერვალი 2022, 18:08 643 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისში და რუსთავში მდებარე რვა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან დამატებით ამოღებულ იქნა 27-ცალი ყალბი 100 ლარიანი და შვიდი ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები," - წერია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში