ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტს ქართულ ენაზე აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

16 თებერვალი 2022, 20:43 2751 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ტვიტს ეხმაურება და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისა და უკრაინის ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“ - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Twitter"-ზე.

ცოტა ხნიწ წინ, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას ერთიანობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ  საქართველო უკრაინასთან ერთად დგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში