ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა

16 თებერვალი 2022, 21:16 1031 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 8 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ბასილაშვილმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 7:5 დაამარცხა.

29 წლის ბასილაშვილს იმერის დასამარცხებლად 2 საათი და 3 წუთი დასჭირდა. დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე 30 წლის უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი იქნება.

ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციის 22-ე ჩოგანია, ხოლო ფუქსოვიჩი 36-ე ადგილს იკავებს. ქართულ უნგრული დაპირისპირება 18 თებერვალს თბილისის დროით 11:00 ზეა ჩანიშნული.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია და ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედი გამარჯვებულია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში