საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს

17 თებერვალი 2022, 11:59 886 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. ქართველი წყალბურთელები B ჯგუფში არიან, სადაც პოლონეთის, ბელორუსის და სლოვაკეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 18-20 თებერვალს ჩატარდება.

საქართველოს ნაკრებს პირველი შეხვედრა 18 თებერვალს 19:30 საათზე ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ ექნება.

19 თებერვალი საქართველო-პოლონეთი 19:00 საათი;

20 თებერვალი საქართველო-სლოვაკეთი 12:00 საათი;

სპორტკომპლექს ‘’ოლიმპიკში’’ მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლის არხზე შეუძლია.

ქართველი წყალბურთელების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 2014 წელს შედგა, საუკეთესო შედეგი კი 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-10 პოზიცია დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 27-აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში