დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტი - დაკავებულია 6 პირი

17 თებერვალი 2022, 14:02 774 ნახვა

თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა - სამართალდამცველებმა ამ ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს, მათგან ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში