რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში ცეცხლი გახსნეს

17 თებერვალი 2022, 14:57 1280 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ჯარმა მძიმე საარტილერიო იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ლუგანსკის რეგიონს. ამის შესახებ უკრაინის  გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი სოციალურ ქსელში   წერს. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ  თავდასხმის შედეგად დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

უკრაინელმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში  გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში