რუსული პროვოკაცია ლუგანსკში

17 თებერვალი 2022, 19:44 1018 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 34-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის 28-ჯერ მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. - ეს უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციაა. დაიბომბა 27 დასახლებული პუნქტი, დაზიანებულია შენობები და კომუნალური ინფრასტრუქტურა, დაჭრილია ოთხი ადამიანი – ორი სამოქალაქო და ორი უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.  სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა საარტილერიო იარაღის გამოყენებით დაბომბეს დასახლებული პუნქტი „ვრუბივკა“.დაზიანებულია სკოლის შენობა, რომელშიც დაბომბვის დროს მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ასევე დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. უკრაინის სახელმწიფო პარტნიორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაგმონ ლუგანსკის ოლქში მდებარე სტანიცა ლუგანსკას რაიონის დაბომბვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში