ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია

17 თებერვალი 2022, 20:06 922 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-იანი ტურნირის ნახევარფინალშია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში რეიტინგის 36-ე ნომერი, 30 წლის უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი სამ სეტში 1:6; 6:2; 7:5 დაამარცხა.

მატჩი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ნიკა ტურნირის ნახევარფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეშს დაუპირისპირდება. მსოფლიო კლასიფიკაციაში ბასილაშვილი 22-ე ნომერია, ხოლო ფრანგი კი 61-ე პოზიციას იკავებს.

ბოლო შეხვედრა ამ ჩოგბურთელებს გასული წლის ივნისში გაიმართა და მატჩი ნიკას გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრა თბილისის დროით ხვალ 15:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება აჭარასპორტზე.

დოჰას ტურნირის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია და ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედი გამარჯვებულია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში