საქართველოს საკალთბურთო ნაკრებს პრინციპული მატჩები ელოდება

17 თებერვალი 2022, 20:24 898 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 24-კაციანი სია გამოაქვეყნა, საიდანაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩევს.

ქართველები ჩრდილოეთ მაკედონიელებს 24 და 27 თებერვალს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაუპირისპირდებიან.

მომავალი მატჩებისთვის ვარჯიშები 19 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 კალათბურთელით დაიწყება. არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თუკი ნაკრების შემადგენლობაში ცვლილების გაკეთება იქნება საჭირო, სამწვრთნელო შტაბს გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობიდან ნებისმიერი მოთამაშის დამატება შეეძლება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში 2 მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში უკრაინა დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში ესპანეთთან წააგო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისში 19:00 საათზე გაიმართება. 

მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში