სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

18 თებერვალი 2022, 11:05 802 ნახვა

ქედაში მცხოვრები დევაძეების ოჯახისთვის გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ ადგილობრივ მერიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.

სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ხუთწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ავარიულია, რის გამოც ისინი დროებით ბათუმში ქირით ცხოვრობენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

როლანდ ბერიძე ამბობს, რომ ოჯახს საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით უწყებისთვის არ მიუმართავს.

ქედის მერი ამბობს, რომ სოფელში გზის გაყვანის წინააღმდეგი თავად მოსახლეობაა, რადგან მეწყრული პროცესების განვითარების ეშინიათ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში