უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია რუსეთი

18 თებერვალი 2022, 10:56 888 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება და აცხადებს, რომ უკრაინის არმია არანაირი შეტევითი ოპერაციისთვის არ ემზადება.

„ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს და არ გეგმავს შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას,“- აღნიშნა ზალუჟნიმ. 

ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. მისი ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს, მათგან 38 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში