ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

18 თებერვალი 2022, 14:48 1043 ნახვა

ერთი საათია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე კომპანია მაგთის თანამშრომლები დაიკითხებიან, ბრალდებულების ადვოკატები საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ საუბრობენ.

საქმეზე დაკავებულია ორი ადამიანი - აკო ჭელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა ჯგუფურად მოქმედებას და მკვლელობის დაკვეთას უარყოფს; გიორგი კავილაძე კი, საკუთარ დანაშაულად მხოლოდ იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ აცნობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში