გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - მუნიციპალური ინსპეცია

18 თებერვალი 2022, 18:10 11460 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ.

მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები",- აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში