„პიერ ბათუმის“ დემონტაჟი ბათუმის ბულვარში

18 თებერვალი 2022, 19:32 2162 ნახვა

უკანონო შენობა-ნაგებობების ნაწილი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მძიმე ტექნიკამ დაანგრია. „პიერ ბათუმი“წლების წინ ნებართვის გარეშე მოეწყო და მესაკუთრეც არაერთხელ დააჯარიმეს,თუმცა მუშაობას მაინც განაგრძობდა. ეს ადგილი 2010 წელს თურქულ კომპანია „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. მოიჯარეების ნაწილი ამბობს, რომ დემონტაჟის დაწყების შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული. ბათუმის მერიაში კი განმარტეს, რომ სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე  ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომლის მიხედვითაც ზღვისპირა პარკში განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობი გაფრთხილების შემდეგ უნდა დაინგრეს. უკანონო შენობების დემონტაჟი დადებითად შეაფასეს ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომელთა თქმით, ყველა უკანონო შენობა უნდა დაინგრეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში