„გომარდულის თასი“

18 თებერვალი 2022, 19:39 1212 ნახვა

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიციული ,,გომარდულის თასი“ გაიმართა. სათხილამურო შეჯიბრებაში ხულოს, შუახევისა და ქედის 70-მდე  მოთხილამურე მონაწილეობდა. პროფესიონალებმა რამდენიმე მეტრიანი  მონაკვეთი უმოკლეს დროში დაფარეს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ  მონაწილეებს წელსაც  მედლები და თასები გადაეცათ. ფედერაცია რამდენიმე დღეში  კურორტ  გოდერძზე  აჭარის პირველობის შეჯიბრებასაც ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულებიც საქართველოს პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში